Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   

№ 16/29 - 01

15.09.2022

ქ.თბილისი

 

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ“ დეკანის 2021 წლის 03 თებერვლის №03/29-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის  მე-6 პუნქტის საფუძველზე,

                                                                  ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ“ დეკანის 2021 წლის 03 თებერვლის №03/29-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განისაზღვროს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კრედიტების აღიარების კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) პროფესორი რევაზ გველესიანი - თავმჯდომარე;

ბ) ირმა მშვენიერაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;

გ) მამუკა ხუსკივაძე - თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე;

დ) ასოცირებული პროფესორი ია ნაცვლიშვილი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

ე) ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი;

ვ) ასისტენტ-პროფესორი ნატო კაკაშვილი;

ზ) ასისტენტ-პროფესორი ლეილა ქადაგიშვილი;

თ) ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

ი) ელისო კვირკვაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

კ) ასისტენტ-პროფესორი ქეთევან ჩიტალაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;

ლ) ზეინაბ გოგრიჭიანი - მასწავლებელი;

მ) ირინა მამამთავრიშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

ნ) დალი არახამია - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

ო) ნინო სუხანსკაია - თსუ ეკონომიკის  საერთაშორისო  სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი;

პ) ნინო დოხტურიშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

ჟ) გვანცა ერისთავი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.“

2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი    პროფესორი       გიორგი ღაღანიძე